მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი წარმოადგინა.
მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ, ოთხი ადგილით წინ წაიწია ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. 180 ქულით, ის ახლა მსოფლიოს 31-ე ჩოგანია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ისე მოიპოვა გერმანიაში ტიტული, რომ ერთი სეტიც არ წაუგია. ფინალში მან მასპინძელი იან-ლენარდ შტრუფი 6:4, 7:6 დაამარცხა.
სამშაბათიდან ქართველი ჩოგბურთელი მადრიდის „მასტერსში“ ჩაერთვება და პირველ შეხვედრას ჩაატარებს – 1/16 ფინალში გასასვლელად ფრანგ ბენუა პერს შეხვდება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 35-ე ნომერია. მათ ოთხჯერ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ პროფესიულ ტურში. პირველი სამი შეხვედრა ფრანგს დარჩა, ბოლო მეოთხე მატჩი 2019 წელს, შანხაის „მასტერსზე“ ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო.
ბასილაშვილსა და პერს შორის მოგებული მეორე წრეში ტურნირის მეოთხე ნომერს სტეფანოს ციციპასს შეხვდება.