ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას პირველსავე წრეში დაასრულა გამოსვლა სოფიას ATP250-ის ტურნირზე.
მიუხედავად ამისა, მან მსოფლიო კლასიფიკაციაში ორი საფეხურით ზემოთ ასვლა და მე-20 ადგილის დაკავება შეძლო. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სარეიტინგო ქულები დაკარგეს და TOP20-ს გამოეთიშნენ ფრანგი ლუკ პუიე და ბელგიელი დავიდ გოფენი.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ბასილაშვილი ერთხელ უკვე იყო საუკეთესო ჩოგბურთელთა პირველ ოცეულში.
ქართველი ჩოგბურთელი ორშაბათიდან როტერდამის ATP500-ის ტურნირში ჩაებმება, სადაც პირველ წრეში კორეელ ჰიეონ ჩონგს შეხვდება. ამ ჩოგბურთელებს ერთმანეთში არასოდეს უთამაშიათ.