ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს სიმონთან მატჩით დაიწყებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს სიმონთან მატჩით დაიწყებს

პარიზში დასრულდა “დიდი სლემის” რიგით მეორე ტურნირი, როლან გაროსის ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა.

საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში ბასილაშვილი მასპინძელ ჟილ სიმონს შეხვდება.

ცნობისათვის, ბასილაშვილი და სიმონი შარშანაც როლან გაროსის პირველ წრეში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველმა ოთხ სეტში მოიგო – 1-6 6-2 6-4 6-1.
ამ მატჩში გამარჯვებული მეორე რაუნდში ამერიკელებს – ფრენსის ტიაფოსა და მე-12 ნომრად განთესილ სემ კუერის შორის მოგებულს შეხვდება.

როლან გაროსი სტარტს 27 მაისს აიღებს.