ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „დიდი სლემის“ რიგით მეორე ტურნირს, როლან გაროსს დღეს იწყებს. მსოფლიოს მე-16 ჩოგანი პირველ წრეში ნაკლებად ცნობილ არგენტინელს, ხუან-იგნასიო ლონდეროს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
ლონდერო კლასიფიკაციაში 79-ე ადგილზეა. მან წელს ATP-ის დონეზე 16 მატჩი ჩაატარა, მოიგო ცხრა და შვიდჯერ დამარცხდა. ყველაზე წარმატებული მისთვის თებერვლის დასაწყისში არგენტინული კორდობას ტურნირი იყო, სადაც ფინალამდე მიაღწია და იქ სამ სეტში თანამემამულე გვიდო პეიასთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში გერმანელ მიშა ზვერევსა და ფრანგ რიშარ გასკეს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. პირველი განთესილი, რომელიც შეიძლება ქართველს შეხვდეს, არგენტინელი გვიდო პეიაა. მათი სავარაუდო შეხვედრა 1/16 ფინალში გაიმართება. აქ წარმატების შემთხვევაში კი ბასილაშვილს მერვედფინალში რაფაელ ნადალი დაელოდება.