ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს გამოქვეყნებულ ATP-ის განახლებული რეიტინგში 1485 სარეიტინგო ქულით 24-ე პოზიციაზეა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორი ადგილით წინ გადაინაცვლა.
პირველ ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, კეი ნიშიკორიმ და კარენ ხაჩანოვმა ადგილები გაცვალეს და შესაბამისად 8-9 ადგილებს იყოფენ.
შანხაის „მასტერსზე“ წარუმატებელი გამოსვლის გამო მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 955 ქულა დააკლდა და ესპანელ რაფაელ ნადალს 320 ქულითღა ასწრებს.
1) ნოვაკ ჯოკოვიჩი 9545
2) რაფაელ ნადალი 9225
3) როჯერ ფედერერი 6950
4) დანილ მედვედევი 5920
5) დომინიკ ტიმი 5085
6) ალექსანდრ ზვერევი 4425
7) სტეფანოს ციციპასი 3900
8) კარენ ხაჩანოვი 2990
9) კეი ნიშიკორი 2860
10) რობერტო ბაუტისტა აგუტი 2575