ნიკოლოზ ბასილაშვილი ოფიციალურად გახდა მსოფლიოს მეოცე ჩოგანი. ქართველი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად შევიდა ATP-ის კლასიფიკაციის TOP20-ში.
ბასილაშვილმა გასულ კვირას დოჰას ტურნირზე ორი წრე გაიარა და მეოთხედფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. ახლა, ნიკას რეიტინგში 1820 ქულა აქვს.
ქართველი ჩოგბურთელი ამ კვირას არ ითამაშებს და 14 იანვრიდან ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმება.
რაც შეეხება ATP-ის კლასიფიკაციის პირველ ათეულს, იქ არც ერთი გადანაცვლება არ მომხდარა –
ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) – 9 135
2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) – 7 480
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 6 420
4(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 6 385
5(5). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 5 300
6(6). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 4 810
7(7). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 160
8(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) -4 095
9(9). კეი ნიშიკორი (იაპ) – 3 750
10(10). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 155