ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ისრაელელ დუდი სელასთან წაგების შემდეგ, პირველივე წრეში გამოეთიშა ნიუ ორკში ATP-ის ტურნირს, მაგრამ აგრძელებს ბრძოლას წყვილებში პირველობისთვის.
ბასილაშვილი მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად თამაშობს და ეს წყვილი უკვე ნახევარფინალშია. ბასილაშვილმა და ალბოტმა საწყის რაუნდში მესამე ნომრად განთესილ ნიკოლას მონროსა და ჯონ-პატრიკ სმიტს (აშშ-ავსტრალია) მოუგეს – 7:6(4), 6:4 და მეოთხედფინალში გავიდნენ.
ეს ბარიერი ქართულ-მოლდოვურმა წყვილმა უბრძოლველად გაიარა, რადგან პოლონელმა პეტერ გოიოვჩიკმა და ფილიპინელმა ტრიტ ჰუეიმ უარი თქვეს კორტზე გასვლაზე.
ასე რომ, ბასილაშვილი და ალბოტი ნახევარფინალში არიან და ამ ეტაპზე მათი პოტენციური მეტოქეები არიან ბობ და მაიკ ბრაიანები.