ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-17 ნომერია
ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-17 ნომერია

ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი, რომელშიც ერთი ადგილით ზემოთ აიწია ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მართალია, მან ვერ დაიცვა ნიუ იორკში შარშანდელი მერვედფინალისთვის მოპოვებული ქულები, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ამერიკელმა ჯონ ისნერმა ხუთი ადგილი დაკარგა კლასიფიკაციაში, ბასილაშვილმა შეძლო წინსვლა და ახლა, მსოფლიოს მე-17 ჩოგანია.

რაც შეეხება პირველ ათეულს, აქ უმნიშვნელო ცვლილებები იყო – მეოთხე ჩოგანი გახდა აშშ-ის ღიას ფინალისტი დანიილ მედვედევი. ასევე ადგილები გაცვალეს სტეფანოს ციციპასმა და კეი ნიშიკორიმ.

ATP. TOP 10

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 9 865

2(2). ნადალი (ესპანეთი) – 9 225

3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 7 130

4(5). მედვედევი (რუსეთი) – 5 235

5(4). ტიმი (ავსტრია) – 4 575

6(6). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 095

7(8). ციციპასი (საბერძნეთი) – 3 420

8(7). ნიშიკორი (იაპონია) – 3 375

9(9). ხაჩანოვი (რუსეთი) – 2 810

10(10). ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) – 2 575