ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-17 ჩოგანია
ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-17 ჩოგანია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მე-17 ადგილი უკავია ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს. გასულ კვირას, მან ბუდაპეშტის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც შარშანდელი შედეგი გაიმეორა – მეოთხედფინალამდე მიაღწია. შესაბამისად, ბასილაშვილს კლასიფიკაციაში ქულა არ მომატებია, თუმცა ერთი საფეხურით წინ წაიწია იმის ხარჯზე, რომ ორი ადგილი დაკარგა იტალიელმა მარკო ჩეკინატომ და ის მე-17 პოზიციიდან მე-19 ადგილზე აღმოჩნდა.

გარკვეული ცვლილებები მოხდა პირველ ათეულში. ბერძენი სტეფანოს ციციპასი მერვედან მეათე ადგილამდე დაეშვა. შესაბამისად, ერთი საფეხურით წინ წაიწიეს ამერიკელმა ჯონ ისნერმა და არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ.

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 11 160
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 765
3(3). ა. ზვერევი (გერმანია) – 5 770
4(4). ფედერერი (შვეიცარია) – 5 590
5(5). ტიმი (ავსტრია) – 5 085
6(6). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 4 115
7(7). ნიშიკორი (იაპონია) – 3 780
8(9). დელ პოტრო (არგენტინა) – 3 225
9(10). ისნერი (აშშ) – 3 085
10(8). ციციპასი (საბერძნეთი) – 3 030