ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-16 ჩოგანია
ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-16 ჩოგანია

მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. პირველ ათეულში ცვლილება არ მომხდარა, სამაგიეროდ, ერთი საფეხურით მაღლა ასვლა მოახერხა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

თუმცა, ეს ქართველი ჩოგბურთელის დამსახურება ნაკლებადაა. გასულ კვირას, ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ითამაშა და პირველ წრეში წააგო იტალიელ მატეო ბერეტინისთან.

ქართველის წინსვლა განაპირობა იმან, რომ მარინ ჩილიჩმა სამი საფეხური დაკარგა და მე-18 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. შესაბამისად, ბასილაშვილი მე-17 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადავიდა. ეს მისი კარიერის რეკორდის გამეორებაა.

ATP. TOP10

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 415

2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 945

3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 6 620

4(4). ტიმი (ავსტრია) – 4 595

5(5). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 405

6(6). ციციპასი (საბერძნეთი) – 4 215

7(7). ნიშიკორი (იაპონია) – 4 040

8(8). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 3 610

9(9). ხაჩანოვი (რუსეთი) – 2 980

10(10). ფონინი (იტალია) – 2 785