ნიკოლოზ ბასილაშვილი - მაქვს იდაყვის ტრავმა, რის გამოც ასპარეზობა ტკივილის ფონზე მიწევს #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს მიმართა და თავისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი მაქვს. მაწუხებს იდაყვის ტრავმა, რომლის გამოც ასპარეზობა დიდი ტკივილის ფონზე მიწევს და შესაძლებლობების 50%-ს ვავლენ. მეკარგება თვითრწმენა და ენერგია, ვერ ვიღებ სიამოვნებას.
დანებებას არ ვაპირებ. ვაკეთებ ყველაფერს და მჯერა, გამოსავალს ვიპოვი“, – წერს ბასილაშვილი.
კარიერის მანძილზე ქართველ ჩოგბურთელს ATP-ის ხუთი ტიტული აქვს მოგებული. იგი ამჟამად რეიტინგში 173-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბოლო შეხვედრის მოგება მიმდინარე წლის თებერვალში მოახერხა.