ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსის“ წინ ბოლო რეპეტიციას ლიონში ATP250-ის ტურნირზე გაივლის.
ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქში პირველ ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. მეორე რაუნდში კი მას მოელის შეხვედრა ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და იტალიელ იანიკ სინერს შორის მოგებულთან.
ბასილაშვილის გარდა, ლიონში განთესილები არიან:
რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი, 2), დენის შაპოვალოვი (კანადა, 3), ფელის ოჟე-ალიასიმი (კანადა, 4), დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი, 5), რიშარ გასკე (საფრანგეთი, 6), პიერ-უგ ერბერი (საფრანგეთი, 7), ჰუბერტ იურკაში (პოლონეთი, 8).
ბასილაშვილს შარშან არ უთამაშია ლიონის ტურნირში, ასე რომ მას სარეიტინგო ქულები არ აქვს დასაცავი. 2018 წელს, ეს ტურნირი ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა მოიგო, რომელმაც ფინალში ფრანგი ჟილ სიმონი დაამარცხა.