ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ მე-17 ჩოგანია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ მე-17 ჩოგანია

მონრეალის „მასტერსის“ შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილს იგივე პოზიცია აქვს, რაც ერთი კვირის წინ – მე-17, თუმცა, ქართველმა თავისი მონაგარი 2020 ქულამდე აიყვანა და ეს მისი კარიერის რეკორდია.

ცვლილებები მოხდა ტოპ-ათეულში. ორი პოზიცია დაკარგა სტეფანოს ციციპასმა, რომელმაც ვერ დაიცვა კანადური „მასტერსის“ შარშანდელი ფინალი. ახლა, ბერძენი მეშვიდე ჩოგანია.

დანიილ მედვედევმა გადაასწრო კარენ ხაჩანოვს და ახლა, ის გახდა რუსეთის პირველი ნომერი.

ATP. TOP10

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 415

2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 945

3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 7 460

4(4). ტიმი (ავსტრია) – 4 925

5(6). ნიშიკორი (იაპონია) – 4 040

6(7). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 005

7(5). ციციპასი (საბერძნეთი) – 3 455

8(9). მედვედევი (რუსეთი) – 3 230

9(8). ხაჩანოვი (რუსეთი) – 2 890

10(11). ფონინი (იტალია) – 2 555