ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი საფეხურით ამაღლდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი საფეხურით ამაღლდა

გასულ კვირას ჩატარებული სამი ტურნირის შემდეგ, ATP-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი ტურნირის (აკაპულკო) პირველივე წრეში წააგო, მან მაინც აიწია ერთი საფეხურით მაღლა და ახლა, 666 ქულით, 83-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ბასილაშვილს ზედიზედ ექვსმატჩიანი წაგებათა სერია აქვს. მისი მორიგი ტურნირი ინდიან უელსის „მასტერსი“ იქნება, რომელიც ამ კვირას დაიწყება. ქართველი ჩოგბურთელი პირდაპირ მოხვდება ძირითად ბადეში.

რაც შეეხება ATP-ის კლასიფიკაციის TOP10-ს, იქ ერთადერთი ცვლილება მოხდა – ერთი ადგილით ზემოთ აიწია არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, რომელმაც აკაპულკოს ტურნირი მოიგო. დელ პოტრომ გაუსწრო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს – სწორედ ეს ჩოგბურთელი დაამარცხა მან მექსიკური ტურნირის ფინალში.

ATP. TOP10
1(1). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 10 060
2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) – 9 460
3(3). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 870
4(4). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 635
5(5). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 4 540
6(6). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 810
7(7). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 280
8(9). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 3 200
9(8). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 080
10(10). ჯეკ სოკი (აშშ) – 2 650