საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონაში ATP-ის 500-ქულიან ტურნირზე ითამაშებს. ქართველი შეჯიბრებაზე მეცხრე ნომრად არის განთესილი და იგი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება.
ბასილაშვილის პირველი მეტოქე ესპანელ მინურსა და ფრანგ რინდერკნეხს შორის გამარჯვებული იქნება. ტურნირის საპრიზო ფონდი 2,802,580 ევროს შეადგენს და გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.
მიმდინარე სეზონი ბასილაშვილისთვის არც ისე კარგად ვითარდება. ქართველმა ცხრა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და რვაჯერ პირველივე მატჩი წააგო, თუმცა თებერვალში დოჰას ტურნირზე ფინალამდე მიაღწია და იქ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.