ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის წინ ბოლო რეპეტიციას მელბურნში გაივლის, სადაც გაიმართება ATP250 კატეგორიის ტურნირი.
ბასილაშვილი, რომელიც, ამჟამად, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში მე-40 ადგილზეა, მერვე ნომრად იქნება განთესილი.
სხვა განთესილები არიან: 1. დავიდ გოფენი (ბელგია), 2. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), 3. კრისტიან გარინი (ჩილე), 4. ჯონ ისნერი (აშშ), 5. ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი), 6. იანიკ სინერი (იტალია), 7. რეილი ოპელკა (აშშ).
ტურნირი მელბურნში 31 იანვარს დაიწყება და 6 თებერვლამდე გაგრძელდება. ავსტრალიის ღიას სტარტი 8 თებერვალს არის დანიშნული.