ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ყაზახეთში მიმდინარე ალმათის ღია პირველობის (Almaty Open) საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იაპონელი ტარო დანიელი ორ სეტში, 6:2, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილმა მეტოქეს თამაშის ძირითად კომპონენტებში აჯობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 124-ე პოზიციას იკავებს, ხოლო ტარო დანიელი 177-ე ადგილზეა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ადამ უოლტონს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიოს 98-ე ჩოგანია. შეხვედრა 18 ოქტომბერს შედგება.
ალმათის ღია პირველობა ATP 250 კატეგორიის ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდი 1 075 160 დოლარს შეადგენს.