23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ #1TVSPORT
ლას ვეგასში მიმდინარე 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57კგ – ნიკოლოზ ბოჭორიშვილი;
61კგ – ნიკა ზანგალაძე;
65კგ – საბა გამბაშიძე;
70კგ – გოგა ოთინაშვილი;
74კგ – საბა კობახიძე;
79კგ – გიორგი გოგრიჭიანი;
86კგ – თორნიკე სამხარაძე;
92კგ – სანდრო ყურაშვილი;
97კგ – კონსტანტინე პეტრიაშვილი;
125კგ – ალექსანდრე აბრამიშვილი;
შეგახსენებთ, რომ ლას ვეგასში ორი დღის წინ დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – კობა ქარუმიძე (55კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი თორნიკე მიქელაძე (82კგ) და ანრი ფუტკარაძე (77კგ) დაეუფლნენ.