NBA | სანდრო მამუკელაშვილის 15 ქულა „დენვერთან“, გოგა ბითაძის გამარჯვება „მაიამისთან“ #1TVSPORT

09:25, 17.10.2026

NBA-ს წინასასეზონო მატჩების სერია დაასრულა სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. კალიფორნიელებმა „დენვერ ნაგეტსს“ უმასპინძლეს და 106:121 დამარცხდნენ. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ კი თანაშტატელ „მაიამი ჰიტს“ 136:115 სძლია.

მამუკელაშვილი „დენვერთან“ სათადარიგო იყო, 21 წუთი ითამაშა და გამორჩეული სტატისტიკა დააფიქსირა: 15 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. მის ანგარიშზე 7-დან 3 სამქულიანია.

ასევე 15 ქულა ჰქონდა მამუს თანაგუნდელ ლუკა დონჩიჩს, ხოლო „დენვერის“ სერბმა ლიდერმა, ნიკოლა იოკიჩმა 17 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძეს მხოლოდ 5 წუთი გამოუყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 3 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოასწრო.

„მეჯიქი“ NBA-ს ახალ სეზონს 22 ოქტომბერს „ატლანტასთან“ საშინაო მატჩით გახსნის, ხოლო „ლეიკერსი“ ამავე დღეს „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლებს.

მსგავსი