მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც შთამბეჭდავი პროგრესი აქვს ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს.
მან კვირას, ჰამბურგში ATP500-ის ტურნირზე იმარჯვა, რითაც ახალ კლასიფიკაციაში 46 ადგილი მოიგო და მსოფლიოს 35-ე ჩოგანი გახდა. ეს ბასილაშვილის კარიერის რეკორდია, აგრეთვე საუკეთესო მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ბასილაშვილს ახლა 1215 ქულა აქვს.