ნიკოლას მადუროს შვილი - სახელმწიფოს მეთაურის გატაცების ნორმალიზებას თუ მოვახდენთ, არცერთი ქვეყანა არ იქნება უსაფრთხო, დღეს ეს ვენესუელაა, ხვალ, შეიძლება, ნებისმიერი ერი იყოს, რომელიც უარს იტყვის დამორჩილებაზე
სახელმწიფოს მეთაურის გატაცების პროცესის ნორმალიზებას თუ მოვახდენთ, არცერთი ქვეყანა არ იქნება უსაფრთხო. დღეს ეს ვენესუელაა, ხვალ კი, შეიძლება, ნებისმიერი ერი იყოს, რომელიც უარს იტყვის დამორჩილებაზე, – ამის შესახებ ნიკოლას მადუროს შვილმა, ნიკოლას მადურო გერამ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
ნიკოლას მადურო გერამ აღნიშნა, რომ ნიკოლას მადურო შეერთებულმა შტატებმა გაიტაცა.
„სახელმწიფოს მეთაურის გატაცების პროცესის ნორმალიზებას თუ მოვახდენთ, არცერთი ქვეყანა არ იქნება უსაფრთხო. დღეს ეს ვენესუელაა, ხვალ კი, შეიძლება, ნებისმიერი ერი იყოს, რომელიც უარს იტყვის დამორჩილებაზე. ეს არ არის რეგიონული პრობლემა, ეს პირდაპირი საფრთხეა გლობალური სტაბილურობისთვის, კაცობრიობისთვის და ერების სუვერენული თანასწორობისთვის. მსოფლიოს ხალხებო, გეუბნებით: საერთაშორისო სოლიდარობა ნიკოლასის, სილიას, ვენესუელის მიმართ არ არის არჩევითი პოლიტიკური ჟესტი, ეს არის ეთიკური და სამართლებრივი მოვალეობა. ამ დარღვევების წინაშე დუმილი აზიანებს მათ, ვინც დუმს და ასუსტებს საერთაშორისო სისტემას, რომელსაც, ყველა ამბობს, რომ იცავს“, – განაცხადა ნიკოლას მადუროს შვილმა.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ში, დენიელ პატრიკის სახელობის მანჰეტენის სასამართლოში ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი გაიმართა. ნიკოლას მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში და აშშ-ის წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობის შეთქმულებაში. თავად მადურო და მისი მეუღლე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.