ნიკოლას მადურომ მარკო რუბიოს „სიკვდილისა და ომის მბრძანებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ამზადებს
ნიკოლას მადურომ მარკო რუბიოს „სიკვდილისა და ომის მბრძანებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ამზადებს

ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ აშშ მისი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ამზადებს.

ნიკოლას მადუროს თქმით, ვენესუელის ხელისუფლება საერთაშორისო სამართლით არის უფლებამოსილი, დაუპირისპირდეს აგრესიას.

მადურომ ასევე აღნიშნა, რომ გასულ ხუთშაბათს ქვეყანაში 2.5 მილიონი ჯარისკაცი და მილიციის წარმომადგენელი განლაგდა, მას შემდეგ, რაც „მშვიდობისა და სუვერენიტეტის“ თავდაცვის გეგმა გამოცხადდა.

„ჩვენ განლაგებული ვართ და განლაგებული დავრჩებით. ეს კრიზისი ჩვენი გეგმების ხელახლა დაწყებისა და მათი დახვეწის შესაძლებლობას წარმოადგენს“, – აღნიშნა მადურომ.

ვენესუელის ლიდერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს „სიკვდილისა და ომის მბრძანებელი“ უწოდა.