ნიკოლას მადურო საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებს რუსული ვაქცინით იმუნიზაციას სთავაზობს
ნიკოლას მადურო საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებს რუსული ვაქცინით იმუნიზაციას სთავაზობს

ვენესუელის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 15 000-მდე კანდიდატის რუსული ვაქცინით იმუნიზაციის იდეა წამოაყენა, რათა კანდიდატებმა საკუთარი საარჩევნო კამპანია უსაფრთხოდ ჩაატარონ.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.  მედიის ცნობითვე, მადუროს ოპონენტები ქვეყანაში 6 დეკემბრისთვის დაგეგმილი არჩევნების ბოიკოტს აპირებენ, რადგან მათი თქმით, მმართველი სოციალისტური პარტია არჩევნებს გააყალბებს.

რუსულმა ვაქცინამ ცდების დაწყებით ეტაპებზე დადებითი შედეგები აჩვენა, თუმცა ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი „ლანცეტი“ წერს, რომ ვაქცინას უფრო გრძელვადიანი ცდები სჭირდება.