ნიკოლას მადურო ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს გეგმავს
ნიკოლას მადურო ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს გეგმავს

ნიკოლას მადურო ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან მალე მე ჩრდილოეთ კორეაში გავემგზავრები. ამაში დარწმუნებულები იყავით“, – აღნიშნა მადურომ.

შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს ნიკოლას მადურო მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ვენესუელაში იანვრის შემდეგ მწვავე პოლიტიკური კრიზისია. იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვა. ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აშშ-მა, კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ, ასევე საქართველომ აღიარეს. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.