ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული მებრძოლი დააკავეს, რომელთაგან ორი ამერიკელია, ორი - კოლუმბიელი, სამი პირი კი უკრაინაში ომის მონაწილეა
ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. მადუროს თქმით, დაკავებულებს შორის ორი ამერიკელია, ორი – კოლუმბიელი, სამი პირი კი უკრაინაში ომის მონაწილეა.
„დღეს ჩვენ შევიპყარით შვიდი უცხოელი დაქირავებული მებრძოლი, მათ შორის ორი მნიშვნელოვანი მებრძოლი აშშ-დან“, – განაცხადა მადურომ.
ამასთან, მას დაკავებულებთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია.
ვენესუელაში 10 იანვარს ნიკოლას მადუროს, რომელიც ივლისში ჩატარებულ არჩევნებში საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად გამოაცხადა, ინაუგურაციაა დაგეგმილი. ოპოზიცია ნიკოლას მადუროს გამარჯვებას არ აღიარებს და არჩევნებში გამარჯვებულად თავის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს მიიჩნევს.