ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა, ხოლო ამერიკულ კომპანიებს – ვენესუელის ნავთობზე წვდომა
Venezuela's President Nicolas Maduro addresses the media, in Caracas, Venezuela, September 1, 2025. REUTERS/Leonardo Fernandez Viloria
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ აშში-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა, ხოლო ამერიკულ კომპანიებს – ვენესუელის ნავთობზე წვდომა.
„ამერიკელ ხალხს ვეუბნები იმას, რასაც ყოველთვის ვამბობდი – ვენესუელა ძმური ქვეყანაა. აშშ-ის მთავრობამ იცის, რომ მათ თუ სურთ, სერიოზულად ისაუბრონ ნარკოტიკებთან ბრძოლის შეთანხმების შესახებ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მათ თუ სურთ ვენესუელის ნავთობი, ვენესუელა მზად არის, მიიღოს ამერიკული ინვესტიციები“, – განაცხადა მადურომ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, თუმცა საუბარი პროდუქტიული არ აღმოჩნდა.