ნიკოლას მადურო 2019 წელს ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა
ნიკოლას მადურო 2019 წელს ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა

ნიკოლას მადურო 2019 წელს ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მადურომ თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებზე მთავრობისგან კონტროლირებული დამფუძნებელი კრება იმსჯელებს. ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს იყო დაგეგმილი.

ქვეყნის ეროვნულ ასამბლეას ოპოზიცია აკონტროლებს, რომელსაც მადუროს რეჟიმი არ აღიარებს. ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ არეულობის ფონზე თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. პარალელურად, ვენესუელაში მადუროს წინააღმდეგ ათი ათასობით ადამიანი ქუჩებში გავიდა და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ლეგიტიმურ მმართველად აღიარებს აშშ და კიდევ ათზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო. დასავლური მედია წერს, რომ მომავალ კვირაში გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენტად ევროკავშირის რამდენიმე პრეზიდენტი აღიარებს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ვენესუელის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთმა გენერალმა, გუაიდო ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა.