ნიკოლა სტერჯენი - შოტლანდია ნორმალურ ცხოვრებას სავარაუდოდ მომავალ წლამდე ვერ დაუბრუნდება
ნიკოლა სტერჯენი - შოტლანდია ნორმალურ ცხოვრებას სავარაუდოდ მომავალ წლამდე ვერ დაუბრუნდება

შოტლანდია ნორმალურ ცხოვრებას სავარაუდოდ მომავალ წლამდე ვერ დაუბრუნდება, – ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა.

როგორც სტერჯენმა აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების გამო შოტლანდიაში დაწესებული შეზღუდვების მოკლევადიან პერიოდში შეცვლა არ იგეგმება.

„სოციალური დისტანცირება და კონტაქტების შეზღუდვა ჩვენს ცხოვრები ნაწილი დიდი ხნით გახდება, რა თქმა უნდა, ვიდრე მკურნალობის მეთოდები და საბოლოდ ვაქცინა არ შემოგვთავაზებს სხვა გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა სტერჯენმა.

შოტლანდიის ხელისუფლების შეფასებით, ამჟამად შეზღუდვების შემსუბუქების შესაფერისი დრო არ არის. მთავრობის განცხადებით, რამდენიმე კვირის შემდეგ, არსებული ვითარებისა და ექსპერტების რჩევის საფუძველზე, რამდენიმე ვარიანტიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

„ნორმალური ცხოვრების დაბრუნება უახლოესი მომავლის პროგნოზებში არ არის“, -განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.

დატოვე კომენტარი