ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს
Former French President Nicolas Sarkozy enters his car as he leaves his house in Paris, France, March 21, 2018. REUTERS/Benoit Tessier
2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეზე, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს.
ამის შესახებ Le Monde წერს. გამოცემის ცნობით, სარკოზი სასამართლოს კონტროლის ქვეშ იქნება.
ნიკოლა სარკოზის, დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, ბრალი წაუყენეს პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში.
ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პოლიციამ დასაკითხად სამშაბათს, 20 მარტს დააკავა. ნიკოლა სარკოზისთან ერთად დაიკითხა მისი უახლოესი თანაშემწე ბრის ორტეფო, რომელიც სარკოზის პრეზიდენტობის დროს რამდენიმე უწყებას ხელმძღვანელობდა.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა. გამოძიების მიხედვით, სარკოზიმ ამ პერიოდში ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფისგან სოლიდური თანხა უკანონოდ მიიღო. გამოძიება აღნიშნულ საქმეზე 2013 წელს დაიწყო.
L’ancien président de la République Nicolas Sarkozy a été mis en examen des chefs de corruption passive, financement illégal de campagne électorale et recel de fonds publics libyens https://t.co/CDViVWyda7
— Le Monde (@lemondefr) March 21, 2018