ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე კორუფციის ბრალდებით წარდგება
ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე კორუფციის ბრალდებით წარდგება

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე კორუფციის ბრალდებით წარდგება. ამის შესახებ ფრანგული მედია გამოძიების მასალებზე დაყრდნობით წერს.

საქმე ეხება 2014 წლის სატელეფონო ჩანაწერებს, რომლის თანახმად, ნიკოლა სარკოზი, წინასაარჩევნო კამპანიის არალეგალური გზით დაფინანსების გამო, მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

სასამართლოს წინაშე ასევე წარდგებიან მოსამართლე ჟილბერ აზიბერი და ნიკოლა სარკოზის ადვოკატი. ყველა მათგანი ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, ნიკოლა სარკოზის ასევე ბრალს სდებენ, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად, ლიბიის ხელისუფლებისგან 50 მილიონი ევროს ოდენობით თანხის მიღებაში. აღნიშნულ საქმეზე სარკოზის ბრალი 22 მარტს წაუყენეს.