ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში დღეს ჩამოვა
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში დღეს ჩამოვა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად უკვე ჩამოვიდნენ ლიეტუვის სეიმის მარშალი ვიქტორას პრანკიეტისი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი ქრისტინა ლესნიკი და ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა, პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს თელავში გაიმართება.