ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში დღეს ჩამოვა

07:45, 16.12.2018

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში დღეს ჩამოვა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად უკვე ჩამოვიდნენ ლიეტუვის სეიმის მარშალი ვიქტორას პრანკიეტისი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი ქრისტინა ლესნიკი და ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა, პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს თელავში გაიმართება.

მსგავსი