ნიკოლა სარკოზი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ნიკოლა სარკოზი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საფრანგეთის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პროკურატურამ მისთვის ერთწლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ექვსთვიანი პირობითი სასჯელის მოხდით. განაჩენს სასამართლო მოგვიანებით გაასაჯაროებს.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებაში ედება ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის 22.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით, დაშვებულს ორჯერ აღემატება.

პროკურორების თქმით, დანაშაულის დამალვის მიზნით, პარტიამ დაიქირავა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯი „პარტიული საქმიანობისთვის დახარჯულ“ თანხად შენიღბა.

თავად ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში იგი არ მონაწილეობდა არც მისი კამპანიის ლოჯისტიკაში და არც ფულის ხარჯვაში.

დატოვე კომენტარი