ნიკოლა სარკოზი პატიმრობის გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
ნიკოლა სარკოზი პატიმრობის გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ნიკოლა სარკოზი მის მიმართ გამოტანილი პატიმრობის განაჩენის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს გავლენის ბოროტად გამოყენებასა და კორუფიციაში. გამოძების მიხედვით, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ერთ-ერთ მოსამართლეს მის წინააღმდეგ მიმდინარე ანტიკორუფციული გამოძიების შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, სანაცვლოდ კი მონაკოში მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზის ორწლიანი პატიმრობა პირობითია, ხოლო ერთი წელი მან შინაპატიმრობაში უნდა გაატაროს. ამასთან, უნდა ეკეთოს სამეთვალყურეო ელეტრონული სამაჯური.

„მე უკვე გავასაჩივრე ეს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში. შესაძლოა, საჭირო გახდეს ბრძოლის გაგრძელება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც,“ – განაცხადა სარკოზიმ.

მისივე თქმით, უკვე მიიღო მხარდაჭერის ბევრი მტკიცებულება როგორც ფრანგი, ისე უცხოელი დამკვირვებლებისგან, რომლებიც სარკოზის თქმით, შეშფოთებულები არიან.

დატოვე კომენტარი