სასამართლომ ნიკოლა სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ ნიკოლა სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრია.

სასამართლომ იგივე სასჯელი გამოიტანა სარკოზის ადვოკატ ტიერი ჰერცოგისთვის და ასევე მოსამართლე ჟიზბელ აზიბერისთვის. მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სარკოზის შინაპატიმრობის დროს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სარკოზი მოსამართლის მოსყიდვასა და მისთვის მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.