ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყნების ლიდერებმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.
ამასთან, სომხური მედია აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 74 წლის გახდა.