ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანი და გენშტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ონიკ გასპარიანი.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარუდგინეს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო ორი დღის განმავლობაში შექმნილი სიტუაციის შესახებ, ასევე „მოწინააღმდეგის შესაკავებლად სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ზომების“ შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

შეხვედრაზე განიხილეს მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტები და სომხეთის შეიარაღებული ძალების ადეკვატური ქმედებები. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, „სომხეთის შეიარაღებული ძალები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ სომხეთთან ძალის პოზიციით საუბარი არ შეიძლება“.

სოხმეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.