ნიკოლ ფაშინიანმა ორი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ნიკოლ ფაშინიანმა ორი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ორი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მიზეზი თავდაცვის სამინისტროს მიმართ კრიტიკა გახდა, რაც ბოლო დროს შეიარაღებულ ძალებში გარდაცვალების შემთხვევების გაზრდით არის გამოწვეული.

თანამდებობიდან გადაყენებულია სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი არტურ ბაღდასარიანი და სამხედრო ძალების მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ალექსან ალექსანიანი. ორივე  მათგანი გენერალია.