ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა
ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციასა და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტს. ფაშინიანის თქმით, აღნიშნული პროექტები „საკმარისად დამუშავებული არაა და დოკუმენტი, არსებული სახით, ხელმოსაწერად მზად არ არის“.

პრემიერმა დეკლარაციაზე ხელმოწერაზე უარიც განმარტა და აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ მისცეს აზერბაიჯანის „აგრესიას“.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერი ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორგანიზაციის მუშაობის „ფიასკოდწარმოჩენისკენ არის მიდრეკილი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი ერევანში 23 ნოემბერს გაიმართა.