ნიკოლ ფაშინიანმა ირანის ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, დელეგაციას უმასპინძლა

20:36, 28.06.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, სეიედ ჰამიდ პურმოჰამადის ხელმძღვანელობით, დელეგაციას უმასპინძლა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანი მიესალმა ირანის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას.

მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ, სეიედ ჰამიდ პურმოჰამადმა სომხეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა ირანის მიმართ არსებული პოზიციისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხეთ-ირანის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ, ახალი ტერმინალის მშენებლობა, საბაჟო სფეროში თანამშრომლობა, ასევე, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავება.

მსგავსი