ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

18:50, 02.11.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ნიკოლ ფაშინიანისა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი