ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსად არტაკ დავთიანის კანდიდატურა წარადგინა
ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსად არტაკ დავთიანის კანდიდატურა წარადგინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არმიის გენშტაბის უფროსად არტაკ დავთიანის კანდიდატურა წარადგინა.

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა შესაბამისი შუამდგომლობით ქვეყნის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს უკვე მიმართა.

პარალელურად განცხადება გაავრცელა სომხეთის არმიის გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ონიკ გასპარიანმა და თქვა, რომ ქვეყნის სამსახურს სხვა სტატუსით გააგრძელებს.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

არტაკ დავთიანი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტს 2018 წლის 24 მაისიდან 2020 წლის 8 ივნისამდე იკავებდა. 2020 წლის 16 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იგი დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მრეწველობის კომიტეტის ხელმძღვანელად. დავთიანმა თანამდებობა დატოვა 2020 წლის 11 ნოემბერს. ამასთან, დავთიანი 2012 წლის 9 მარტს, სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვაგარშაკ ჰარუთინიანის ბრძანებით, სპეციალური დავალებების უფროს ოფიცრად დაინიშნა.

დატოვე კომენტარი