სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა და ჰასან როუჰანიმ ირანული გაზის საქართველოში ექსპორტის შესახებ იმსჯელეს 
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა და ჰასან როუჰანიმ ირანული გაზის საქართველოში ექსპორტის შესახებ იმსჯელეს 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ  ირანული გაზის საქართველოში ექსპორტის  შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ სომხური მედიასაშუალებები იუწყებიან და ირანის პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებენ.

„მზად ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი საქართველოში გაზის ექსპორტისთვის“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა თეირანში, ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, სომხეთის მთავრობა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ფაშიანიანის განცხადებასაც ავრცელებს.

„სომხეთი მზადაა, ირანული გაზის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს“, – ამბობს ნიკოლ ფაშინიანი.