ნიკოლ ფაშინიანმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
ნიკოლ ფაშინიანმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრისას მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილეს.

ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების მიზნით, „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების მხრიდან სამშვიდობო პროცესის განახლების აუცილებლობას.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს სომხეთსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და რიგ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

დატოვე კომენტარი