ნიკოლ ფაშინიანმა და ემანუელ მაკრონმა რეგიონული საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს
ნიკოლ ფაშინიანმა და ემანუელ მაკრონმა რეგიონული საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში უმასპინძლა.
როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგის განსახილველად.
ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობების მაღალ დონეს და ყველა სფეროში კავშირების განვითარებისა და გაფართოების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროებში ერთობლივი პროგრამების მიმდინარეობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ვიზების ლიბერალიზაციასა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების პროგრესზე.