ნიკოლ ფაშინიანმა ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე ისაუბრა
ნიკოლ ფაშინიანმა ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე ისაუბრა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე ისაუბრა.

სომეხი ლიდერის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთთან ურთიერთობების საკითხს საჯაროდ შეეხო.

„ამ განცხადებებში ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას ვისაუბროთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე. სომხეთ-თურქეთის რკინიგზისა და მაგისტრალების მუშაობის განახლებაზე და ჩვენ მზად ვართ ასეთი საუბრისთვის. ზოგადად, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელ გზაჯვარედინად გადაქცევაზე“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, რუსეთის ფედერაცია, ევროკავშირი, საფრანგეთი, აშშ, ასევე ჩინეთი და ინდოეთი დაინტერესებულია საკომუნიკაციო პროექტების განვითარებით. აქვე მან დაამატა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სომხეთის ხელისუფლების გრძელვადიანი პერსპექტივაა.