ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღზე – „მიწა დავკარგეთო, ამბობენ, მაგრამ როგორ იყო ეს მიწა ჩვენი? ავაშენეთ იქ სკოლა, ბაღი, ქარხანა? ვცხოვრობდით, დასახლება გვქონდა?“
მიწა დავკარგეთო, ამბობენ, მაგრამ როგორ იყო ეს მიწა ჩვენი? – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღზე საუბრისას განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სოფელ კორნიძორში, სიუნიქის რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„როგორ იყო ჩვენი? ამიხსენით, როგორ იყო ჩვენი? არ მინდა, გარდაცვლილების სახელი შევურაცხყო, მაგრამ ვთქვათ, რამდენიმე გენერლის კონტროლის ქვეშ იყო, სადაც ხორბალს თესავდნენ, ეს იყო? ამით იყო ჩვენი? როგორ იყო ჩვენი? როგორ? ახსენით, როგორ? ავაშენეთ იქ სკოლა? ავაშენეთ საბავშვო ბაღი? ავაშენეთ ქარხანა? ვცხოვრობდით იქ, დასახლება გვქონდა? ჩვენი არ იყო“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
Armenia’s PM Pashinyan on Karabakh:
They say we lost land. How was that land ours? How was it ours? Please explain, how was it ours?
I don’t want to speak behind dead people’s backs, but let’s say under the control of a few generals who planted wheat there, for instance, let’s… pic.twitter.com/12oLmvpver
— Clash Report (@clashreport) May 10, 2026