ნიკოლ ფაშინიანი - ყარაბაღის კონფლიქტი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ეს მისაღები იყოს სომეხი, ყარაბაღელი და აზერბაიჯანელი ხალხებისთვის
ნიკოლ ფაშინიანი - ყარაბაღის კონფლიქტი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ეს მისაღები იყოს სომეხი, ყარაბაღელი და აზერბაიჯანელი ხალხებისთვის

ყარაბაღის კონფლიქტი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ეს მისაღები იყოს სომხეთისთვის, ყარაბაღისთვის და აზერბაიჯანისთვის, – აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

ფაშინიანის თქმით, ის არის სომხეთის პირველი ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს აზერბაიჯანის მოსახლეობისთვისაც.

„ამ ნაბიჯისთვის მე სომხეთში გამაკრიტიკეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მშვიდობიანი პროცესისკენ. ახლა მე ველოდები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომ განაცხადოს და მიიღოს იგივე ფორმულა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ეს მისაღები იყოს სომხეთის მოსახლეობისთვის, ყარაბაღელი და აზერბაიჯანელი ხალხებისთვის. თუ ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა ამ ფორმულას მიიღებს, ჩვენ დავუახლოვდებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დატოვე კომენტარი