ნიკოლ ფაშინიანი – ვუმასპინძლე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, გვქონდა ნაყოფიერი დისკუსიები, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ფაშინიანი წერს, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და რეგიონში განვითარებული მოვლენები.
„ვუმასპინძლე საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გვქონდა ნაყოფიერი დისკუსიები, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობა. განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში განვითარებული მოვლენები“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 28 აპრილს ჩავიდა.
მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.
Welcomed H.E. Mikheil Kavelashvili @GeoPresident_ , on his official visit to Armenia.
Had fruitful discussions, reaffirming our enduring strategic partnership. Explored ways to further strengthen 🇦🇲-🇬🇪 relations, deepen trade, economic coop & address regional developments. pic.twitter.com/s46huI2dTh— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) April 29, 2025