ნიკოლ ფაშინიანი - ვფიქრობ, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„არსებობს ამის შესაძლებლობა. ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და მას შემდეგ, ორჯერ გახანგრძლივდა. ამჟამად მოქმედი საგანგებო რეჟიმის ვადა კი, 13 ივნისს იწურება.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედევად, 18 მაისიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა, ასევე გაიხსნა სპორტდარბაზები, საბავშვო ბაღები და კვების ობიექტები.
9 ივნისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 13 675 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაიცვალა 217 პაციენტი, ვირუსისგან 4 451 ადამიანი განიკურნა.